უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს დასახული მიზნების მიღწევას რუსეთის კურსკის ოლქში. მისი თქმით, 19 აგვისტოს დილით, თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსი სამხედრო მოსამსახურეების დატყვევება,
„მთავარსარდალმა {ოლექსანდრ სირსკიმ} გვაცნობა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის ახალი დეტალები. ვაღწევთ ჩვენს მიზნებს. დღეს დილით ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდის კიდევ ერთი შევსებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, სირსკიმ ასევე ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, "მძიმე ბრძოლებზე პოკროვსკის მიმართულებით" და "ტორეცკის დაცვაზე".
„მადლობელი ვარ ოკუპანტის განადგურების ყოველი შედეგისთვის; - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მან და სირსკიმ ისაუბრეს უკრაინის სარაკეტო პროგრამის გარკვეულ ასპექტებზე.