უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა.
”ახლახან მთავარსარდალმა სირსკიმ გაგვაცნო ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში, კურსკის რეგიონში ოპერაციის და გაცვლითი ფონდის შესახებ, ჩვენი ბრიგადების დაკომპლექტების შესახებ - ჩვენი რეზერვების დაკომპლექტების, ეს არის საბრძოლო მასალაც და იარაღივ, ჩვენი ბიჭები ყველა მიმართულებით, ყოჩაღ, ბიჭებო..
მაგრამ რაც შეეხება მოწოდებას, დაჩქარებაა საჭირო ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომში შვებულება არ არის.
ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, გვჭირდება დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. ახლა განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, -განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს არის კარგი შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებისათვის.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში მტერმა უკვე განახორციელა ათობით თავდასხმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად.
„მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა ზოგადად უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევითი სამუშაოების ჩატარება.
„კერძოდ, ეს არის აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა - ჩვენი ოპერაცია კურსკის რეგიონში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.