"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, საქართველოში დემოგრაფიის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა.
როგორც მან აღნიშნა, სიკვდილიანობა უკვე აჭარბებს შობადობას, რაც საფუძველია იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ოქტომბერში შეიცვალოს.
"საქართველოში დემოგრაფიის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა. უპერსპექტივობა, სიღარიბე, არავინ ადამიანზე არ ზრუნავს, დაპირისპირებაა, იხლიჩება ოჯახები, უპრეცედენტო მაჩვენებელია სიკვდილიანობაში, უკვე შობადობას აჭარბებს, რაც იმის საფუძველია, რომ ყველამ შემოვკრათ განგაშის ზარი, მეორე მხრივ, პოლიტიკოსებთან ერთად, ყველა ადამიანი გავერთიანდეთ, რომ ამ მავნებლობის, დანაშაულებრივი პოლიტიკის წყარო ოქტომბერში ხელისუფლებიდან გავისტუმროთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია - ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს უსწრებს.