რუსული და უკრაინული ტელეგრამარხები კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდის დაზიანების შესახებ იუწყებიან.
გავრცლებულ ფოტოებზე ჩანს, სოფელ ზვანოეს ხიდზე დიდი დაზიანება.
16 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა სარაკეტო თავდასხმებისა და საჰაერო დაბომბვის შედეგად, სოფელ გლუშკოვოში ხიდი გაანადგურეს.
როგორც მედია აღნიშნავს, მდინარე სეიმის ხიდებზე გადის სასაზღვრო ზონის დაცვისთვის რუსული არმიის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა.
”ამგვარად, გლუშკოვოს რაიონში დარჩა მხოლოდ ერთი ხიდი სოფელ კარიჟში, რომლის აშკარა გარდაუვალი განადგურების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგება დააწვება პონტონებსა და ნავებს. თუმცა, მტრის მხრიდან სერიოზული ზეწოლის შემთხვევაში, ასეთი მიწოდების მარშრუტები შეიძლება არ იყოს საკმარისი“, - წერს ერთ-ერთი რუსული ტელეგრამარხი.
იმავე დღეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია გლუშკოვოში ხიდის დანგრევის შესახებ, Reuters-ის ჟურნალისტებმა სატელიტურ ფოტოებზე შენიშნეს ახალი ხიდის მსგავსი ნაგებობა. სავარაუდოდ, ეს არის სპონტანურად აგებული გადასასვლელი, რომელიც ძველი ხიდიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.