ქუდი, რომელსაც ჰარისონ ფორდის პერსონაჟი ინდიანა ჯონსი ფილმის მეორე ნაწილში ატარებდა, აუქციონზე 630 ათას დოლარად გაიყიდა.
ყავისფერი თექის ქუდი, რომელიც სპეციალურად „ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძრის“ გადასაღებად იყო შექმნილი, გახდა ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ლოს ანჯელესში ბოლო დროს გამართულ აუქციონზე, სადაც ჰოლივუდის რეკვიზიტები გაიყიდა.
"დოქტორ ჯონსის პირადი ნივთების" გარდა, გასაყიდად გამოიტანეს სხვა არტეფაქტები, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდა ჯეიმს ბონდის, ჰარი პოტერისა და "ვარსკვლავური ომების" გმირების შესახებ საკულტო ფილმებში.
ფორდის გარდა, ქუდს მის დუბლიორი, დინ ფერანდინიც ატარებდა. აუქციონზე ასევე გაიყიდა ფერანდინის აქამდე უცნობი ფოტოების კოლექცია გადასაღები მოედანიდან, ადაც მას ახლანდელი ინდიანა ჯონსის კოსტუმი აცვია.
ფერანდინი გასულ წელს გარდაიცვალა.