კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრამ ვლადიმირ პუტინის სამხედრო სარდლობაში არეულობა და უთანხმოება გამოავლინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის არმია არ შეესაბამება თავის სახელს და ადგილზე გენერლებსა და ჯარისკაცებს შორის უთანხმოებამ და ცუდმა კომუნიკაციამ უკრაინას შეტევისთვის სუსტი წერტილები აჩვენა.
პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრამ კურსკის ოლქში აჩვენა, რომ რუსეთს აქვს ძალიან მცირე კონტროლი მის სასაზღვრო რეგიონებზე, მიუხედავად კრემლის განცხადებებისა, რომ ის არის „ძლიერად მილიტარიზებული საზოგადოება“.
"ჩვენ ვანგრევთ რუსეთის უაღრესად მილიტარიზებული საზოგადოების პროპაგანდისტულ იმიჯს და მის ერთიანობის ძლიერიგრძნობას. მათი შეიარაღებული ძალების რეპუტაცია არ შეესაბამება რეალობას. კურსკში ოპერაციამ ეს ძალიან ნათლად აჩვენა", - თქვა პოდოლიაკმა.