17 აგვისტოს, გამთენიისას რუსი ოკუპანტები ქალაქ სუმს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დაიწვა 10 ავტომობოლი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფასადი და ფანჯრები.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი დროზდენკოს ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.