შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა.
19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
მოსალოდნელია, რომ ბლინკენი შეხვედრაზე საუბარი იქნება ღაზის საკითხზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
აღნიშნულია, რომ ბლინკენი ამ ვიზიტის ფარგლებში, შესაძლოა, ჩავიდეს კაიროში, ეგვიპტესა და კატარის დედაქალაქ დოჰაში.