აშშ-ის საიდუმლო სამსახური მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეძლოს ღია სივრცეში წინასაარჩევნო მიტინგების აღდგენა.
ABC News-ის ცნობით, საიდუმლო სამსახური ტრიბუნას, საიდანაც ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს, ტყვიაგაუმტარი შუშით შემოსაზღვრავს.
როგორც წესი, ეს ზომა გამოიყენება მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტებისთვის, მაგრამ საიდუმლო სამსახური გამონაკლისს აკეთებს ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
საიდუმლო სამსახურმა და ტრამპის წიანსაარჩევნო შტაბმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებთან ყველა შეხვედრა დახურულ სივრცეში გამართა.