უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს უკრაინის მონაწილეობას რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში.
პოდოლიაკი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
"ასეთი ქმედება მხოლოდ მსხვილი ტექნიკური და ფინანსური რესურსებით არის შესაძლებელი. ვის გააჩნდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს" – ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკის განმარტებით, განმარტა, რომ ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებების შედეგად უკრაინას არანაირი სტრატეგიული ან ტაქტიკური უპირატესობა არ მიუღია.
The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად დაამტკიცა, შემდეგ კი აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით გააუქმა.