აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და განიხილა მძევლების გათავისუფლებისა შეთანხმება და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ამის შესახებ Axios-ი ორ ამერიკელ წყაროზე დაყრდნობითიუწყება.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპის საუბარი მიზნად ისახავდა ნეთანიაჰუს დარწმუნებას „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. თუმცა, გამოცემის თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან არ იცის, რეალურად უთხრა თუ არა ტრამპმა ნეთანიაჰუს ეს.
ისრაელი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში არ უარყვიათ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ტრამპისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი კატარის დედაქალაქ დოჰაში ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება დღეს, 15 აგვისტოს უნდა შედგეს.
მოლაპარაკებები შეეხება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლების საკითხებს. ეგვიპტე და კატარი ამ მოლაპარაკებების შუამავლები არიან.
„ჰამასს“ ჯერ არ დაუდასტურებია მოლაპარაკებებში მონაწილეობა, თუმცა, CNN-ის ცნობით, დაჯგუფებას შეთანხმების მიღწევა სურს. ისრაელი თავის მხრივ დათანხმდა დელეგაციის გაგზავნას.
8 აგვისტოს ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მხარეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ მიაღწიონ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების შესახებ.