უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კურსკის ოლქაში. მისივე თქმით, სტრატეგიული მიზანი მიღწეულია. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„დღეს კურსკის ოლქში კარგი პროგრესია - ჩვენ მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. საგრძნობლად შევსებულია ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდიც.
დღეს მე ასევე გავმართე შეხვედრა მთავრობის წევრებთან - უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისართან - კურსკის რეგიონში ჩვენი სამხედროების ქმედებების მხარდაჭერის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების მიხედვით იბრძვის და ამ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის თავდაცვის ძალებს, მთავარ სადაზვერვო სამმართველოს და ყველა სტრუქტურას რუსეთის აეროდრომებზე დროული და ეფექტური დარტყმებისთვის.
„ჩვენი უკრაინული დრონები მუშაობს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ სამწუხაროდ, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მარტო დრონით შეუძლებელია.
ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი იარაღი - სარაკეტო იარაღი. და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რადგან ეს არის წინდახედული გადაწყვეტილებები ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.