ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, როგორც ომის პირველ კვირებში და თვეებში: მოიპოვა ინიციატივა და დაიწყო ვითარების საკუთარ ინტერესებში დაბრუნება. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ასე იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის რეგიონს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
"რაც უფრო მეტად განადგურდება რუსული სამხედრო ყოფნა სასაზღვრო ზონაში, მით უფრო ახლოს იქნება მშვიდობა და რეალური უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რუსეთმა პასუხი უნდა აგოსიმისთვის, რაც მან ცაიდინა და ის აგებს პასუხს", - დასძინა ზელენსკიმ.