უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის 74 დასახლებული პუნქტი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება.
”უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფები აგრძელებენ ოპერაციებს კურსკის რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ძალებმა გარკვეული მიმართულებით ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს.
ჩვენ ავიღეთ კონტროლი 40 კმ²-ზე და დღეს 74 პუნქტი ჩვენს დაქვემდებარებაშია. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს.
ვითარება, მიუხედავად საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობისა, კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა სირსკიმ.
ზელენსკიმ სთხოვა სირსკის განაგრძოს შემდეგი მნიშვნელოვანი საკვანძო ნაბიჯების შემუშავება.