ტერნერის ნებისმიერი განცხადება ჩვენთვის მიუღებელი იქნება - ამის შესახებ ეხმაურება მმართველი პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ სენატორი ჯინ შაჰინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. .
მისი თქმით, კონგრესმენი ტერნერი "პოტენციურად კორუმპირებულთა სიაშია".
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავება კი მხოლოდ ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
„ტერნერის საკითხს გამოვყოფდი, მისგან ნებისმიერი განცხადება მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ადამიანის, რომელიც 2010 წლიდან ირიცხება ყველაზე, პოტენციურად კორუმპირებულ კონგრესმენთა სიაში. ამიტომ, ვერც სამართლებრივად, ვერც მორალურად ვერ მივიღებ, ვერც მეგობრულად ვერ მივიღებთ ამ ადამიანისგან პოზიციას და განცხადებას, რაც შეეხება სენატორ შაჰინს განცხადებას, ძირითადი ბერკეტები ამ გადატვირთვის და ამ კუთხით ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში გაღრმავებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ამერიკულ მხარეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და აშშ ამ ნაბიჯს ელოდება. მაიკ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია და ახლა, მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.