უკრაინული მედიის ცნობით, 13 აგვისტოს ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 2 ბალისტიკური რაკეტით და 38 დრონით შეუტიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის ძალებმა მტრის 30 უპილოტო საფრენი აპარატი მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიჰივის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერკასკის ოლქებში ჩამოაგდეს.
როგორც იუწყებიან, ოკუპანტებმა რაკეტები რუსეთის ვორონეჟის ოლქიდან გაუშვეს, ხოლო უპილოტო თვითმფრინავები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის რეგიონების ქალაქებიდან.