უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში გრძელდება. ამჟამად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ შტაბის სხდომაზე განაცხადა.
„შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ამჟამად ჩვენი კონტროლის ქვეშაა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შტაბის სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სირსკის მოხსენება ფრონტზე უკრაინის თავდაცვით მოქმედებებთან და კურსკის რეგიონში ოპერაციასთან დაკავშირებით.
„მადლობელი ვართ ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის ურყევობისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს და უკრაინის უსაფრთხეობის სამსახურს დაევალათ ჰუმანიტარული გეგმის მომზადება იმ ტერიტორიისთვის, სადაც ოპერაცია ჩატარდება.