რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, 12 აგვისტოს დილით, უკრაინის მოსაზღვრე კრასნოიარუჟსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
„ჩვენ გვაქვს საგანგაშო დილა. კრასნოიარუჟსკის ოლქის საზღვარზე მტრის აქტივობაა... ჩვენ ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანას“, - განაცხადა გლადკოვმა.
გლადკოვის თქმით, „ამ რაიონში ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია“.
გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეგიონის დასახლებულ პუნქტებს დღეში 40-ჯერ ესროდნენ, ასევე შეფრინდა 42 უპილოტო საფრენი აპარატი. მისი თქმით, დაშავებულია შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.
ВВС ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ კვირას კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინული შენაერთის თავდასხმის შესახებ.
კრასნოიარუჟსკის რაიონი მდებარეობს ბელგოროდის ოლქის ჩრდილო-დასავლეთით, კრასნაია იარუგის რაიონული ცენტრიდან კურსკის ოლქის სუჯამდე, სადაც უკრაინული დანაყოფები შევიდნენ 6 აგვისტოს - დაახლოებით 45 კმ-ში.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინრე სპეცოპერაციაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.