შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი 4%-ით უსწრებს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს 3 გადამწყვეტ შტატში - მიჩიგანში, პენსილვანიასა და უინსკონსინიში. The New York Times-ისა და Siena College Research Institute-ის გამოკითხვები, რომელთა შედეგები შაბათს, 10 აგვისტოს გამოქვეყნდა.
5-დან 9 აგვისტომდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჰარისის უპირატესობა ტრამპთან არის ოთხი პროცენტული პუნქტი - კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი.
"პენსილვანიაში ჰარისის რეიტინგი ერთ თვეში 10 პროცენტით გაიზარდა", - აღნიშნავს NYT.
გამოცემა კამალა ჰარისის წარმატებას მიჩიგანში, ვისკონსინსა და პენსილვანიაში მის ბოლო ვიზიტებს მიაწერს. ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს, ჰარისმა მკაცრად გააკრიტიკა მისი რესპუბლიკელი ოპონენტის პოზიციები კლიმატის ცვლილებასა და აბორტთან დაკავშირებით. თუმცა, ამავე გამოკითხვების თანახმად, გადამწყვეტი შტატების ამომრჩევლები მიგრაციასა და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებიტ ტრამპის პოზიციებს იწონებს.
ამასთან, ამომრჩეველთა 47% მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა "საკმაოდ ცუდი" ან "ძალიან ცუდი" იქნება ქვეყნისთვის, იგივეს ფიქრობს ჰარისთან დაკავშირებით - გამოკითხულთა 37%.