თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას ისინი ცდილობენ გაიგონ, რა მიზნები და სტრატეგია აქვს თავდაცვის ძალების სავარაუდო ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას” განუცხადა.
კირბის თქმით, სწორედ უკრაინის მხარემ უნდა ისაუბროს საკუთარ ქმედებებზე.
კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა ისაუბროს თავის ქმედებებზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ კავშირს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და ვმუშაობთ, რათა უკეთ გავიგოთ, რა მიზნები აქვთ, რა არის მათი სტრატეგია“, - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობა კურსკში ბრძოლის ველზე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა“
„ჩვენ კონტაქტზე ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და მე თავს შევიკავებ იმის აღწერისგან, თუ რა ხდება იქ ბრძოლის ველზე, სანამ ეს საუბარი არ დასრულდება და სანამ არ ვიგრძნობთ, რომ უკეთესი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი“.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაურღვევიათ აშშ-ის შეზღუდვა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.