ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში რამდენიმე უკრაინული სამიზნე ჩამოაგდეს.
"გუშინ (9 აგვისტოს), 18:10 საათზე, ბელარუსის შეიარაღებული ძალები საჰაერო სამხედრო ძალები სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქცევის ყველა წესი დაარღვიეს და ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ამიტომ საჰაერო თავდაცვის სისტემები სამიზნეების გასანადგურებლად საბრძოლო რეჟიმზე გადავიდა. ასეთი სამიზნე ათამდე იყო". – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, იმავე დღის 19:00 საათზე, საჰაერო ძალებმა რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
"ღამე და გამთენიისას, ვეძებთ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევებს". – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.