დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პარასკევს ღამით მექანიკური გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ NBC News აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. თვითმფრინავი მონტანას შტატისკენ მიფრინავდა.
პარასკევს, ტრამპი გაფრინდა ბოზმენში, მონტანაში, რათა მონაწილეობა მიეღო წინასაარჩევნო მიტინგში. თუმცა თვითმფრინავს ფრენის დროს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და თვითმფრინავი ბილინგსის აეროპორტში დაეშვა.
ამასთან, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა არ იყო დაკავშირებული უსაფრთხოების რაიმე საკითხთან.
წინასაარჩევნო შტაბმა გამოაქვეყნა ვიდეო ტრამპის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ. ვიდეოში ტრამპი ამბობს, რომ მოხარულია მონტანაში ჩასვლით, ისაუბრა კამალა ჰარისზე, თუმცა თვითმფრინავის გაუმართაობის შესახებ არაფერი უთქვამს.