რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 10 და დაშავდა 35 ადამიანი.
დარტყმა განხორციელდა სავაჭრო ცენტრზე და ფოსტაზე , რომელიც იმავე შენობაშია განთავსებული.
თავდაპირველად ვრცელებოდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 24 დაშავებულის შესახებ.
ფოსტის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაშავდა ფოსტის ერთი თანამშრომელი.