ყველას კარგად ახსოვს, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორს ავრცელებდა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს ინსტიტუტი არის მიტოვებული, -ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა , ლევან ბეჟაშვილმა ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება.
„ლუგარის ლაბორატორია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს კოვიდის პანდემიის დროს ამ დაწესებულებამ რა როლი შეასრულა ჯანდაცვის მიმართულებით და ის რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაფინანსებას წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინ იყო ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მოწინააღმდეგე, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორებს ავრცელებდა ლუგართან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ინსტიტუტი მიტოვებულია, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი შეიცვლება და საქართველო დაუბრუნდება თავის განვითარების გზას.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.