9 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).
მერვედფინალში გენო პეტრიაშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკისთან იჭიდევებს.
გენო ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი. მერვედფინაშვილ გამარჯვების შემთხვევაში, პეტრიაშვილის მომდევნო მეტოქე ან პოლონელი რობერტ ბარანი იქნება, ან ყაზახი იუსუპ ბატირმურზაევი.
ნახევარფინალამდე მიღწევის შემთხვევაშვი, პეტრიაშვილის სავარაუდო მეტოქე ამერიკელი მეისონ პარისი იქნება.