უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა იგრძნოს ომი. მან ამის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„დღეს უკვე იყო მთავარსარდალის სირსკის სამი მოხსენება - ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს.მადლობელი ვარ ყველა მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი, უკრაინული პოზიციების დაცვას და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებმა იციან როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.
ჩვენ არ ვირჩევთ ომში ჩვენი მიზნების მიღწევას. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს რა გააკეთა. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობის დროს - სამართლიან მშვიდობის პირობებში. და ეს იქნება," - თქვა ზელენსკიმ.