ევროკომისიამ მექსიკის მთავრობას მოუწოდა დააპატიმროს რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი, თუ ის დაესწრება ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შინბაუმის ინაუგურაციას. ამის შესახებ წერს Euractiv.
საგარეო ურთიერთობათა კომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მექსიკის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრობა ნიშნავს, რომ ქვეყანა კანონიერად ვალდებულია დააპატიმროს პუტინი, თუ ის დაეთანხმება ლათინური ამერიკის ქვეყნის მიწვევას, დაესწროს მეხიკოში ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა და რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა ომის დანაშაულებში, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მექსიკა არის სახელმწიფო, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს.
„მექსიკა არის ICC-ის წევრი-სახელმწიფო 2005 წლიდან, ყველა სამართლებრივი ვალდებულებით, ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მექსიკა შეასრულებს თავის, როგორც ICC-ს წევრის ვალდებულებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა სტანომ.
როგორც სტანომ აღნიშნა, მექსიკა დაესწრო სამშვიდობო სამიტს შვეიცარიაში ივნისში, სადაც მიღწეული იქნა კონსენსუსი, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და რომ გაერო-ს შემდგომი კენჭისყრის შედეგად მექსიკა შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც დაგმო რუსული აგრესია და მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს იგი.
ამასთან, სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მექსიკას, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება განავითაროს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად“.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის საელჩო მოუწოდებს მექსიკის ხელისუფლებას, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ იგი არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება,