აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ამერიკის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ბაიდენმა ოთხშაბათს CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის „არ არის დარწმუნებული“ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუ ტრამპი დამარცხდება.
ბაიდენის თქმით, ტრამპი „გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. ჩვენ მას სერიოზულად არ აღვიქვამთ. მაგრამ ის ამას გულისხმობს", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჰარისმა, თავის მხრივ, მიუთითა ტრამპის კომენტარებზე, რომ თუ ის ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის გახდება დიქტატორი მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს. ჰარისმა ყურადღება გაამახვილა ტრამპის მუქარაზე, რომ გამოიყენებს იუსტიციის დეპარტამენტს იარაღად მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის და მის ადრინდელ განცხადებაზე, წინა არჩევნებში დამარცხების გამო კონსტიტუციის დებულებების გაუქმების შესახებ.
„ვინც გვთავაზობს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ შეერთებული შტატების კონსტიტუცის მოქმედება, აღარასდროს უნდა ჰქონდეს შანსი დადგეს პრეზიდენტის ბეჭედთან“, - თქვა ჰარისმა ვისკონსინის შტატის ქალაქ ო-კელრში წინასაარჩებნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ამერიკელებს მოუწოდა უარყონ ტრამპიზმის „ქაოსი, შიში და სიძულვილი“.