შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ისრაელსა და „ჰამას“ სშორის, რომელსაც შეუძლია აქტიური საომარი მოქმედებების დასრულება, უკვე დასკვნით ეტაპზეა. იუწყება Euronews
ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებმა ფინალურ ეტაპს მიაღწია და აშშ ეგვიპტესთან და კატართან ერთად მუშაობს შეთანხმების მისაღწევად.
„რეგიონში ყველამ უნდა გაიგოს, რომ შემდგომი თავდასხმები მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, არასტაბილურობასა და საფრთხეს ყველასთვის.
და ახალი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის სახიფათო შედეგების რისკს, რომელის წინასწარ განსაზღვრას ან სრულად გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ცნობილია, აშშ მოემზადა მოელის ირანის მოსალოდნელ შურისძიებას ისრაელზე, რომელსაც შესაძლოა ასევე შეუერთდეს ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა.
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების გადანაწილების შესახებ განაცხადა. ამასთან, აშშ-ს ავიამზიდიდან „თეოდორ რუზველტი", დაახლოებით ათი F/A-18-ის ტიპისგამანადგურებელი გაფრინდა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე.