ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესშიც არ იყო, რომ ჩვენ გვქონოდა თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ჩაატარებდა შესაბამის კვლევებს, განახორციელებდა პრევენციულად ზომებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დაცული, არის რუსეთი, - ამის შესახებ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ, ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს კრემლის დავალებებს, რომელსაც საბოლოო ჯამში 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაასრულებს.
,,ყველას კარგად მოეხსენება ის ტყუილების ნიაღვარი, რომელიც წარმოებს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წლების მანძილზე, რუსული მედია საშუალებებით, რომლებიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ. ერთადერთი ქვეყანა , რომლის ინტერესშიც არ იყო, რომ ჩვენ გვქონოდა თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ჩაატარებდა შესაბამის კვლევებს, განახორციელებდა პრევენციულად ზომებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დაცული, არის რუსეთი. ძალიან ვწუხვართ, რომ დღეს გვიწევს საუბარი, იმაზე, რომ რაღაც პროექტები და პროგრამები ჩერდება ლუგარის ლაბორატორიაში. ლაბორატორია, რომელიც დაფინანსებული, აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, ჩვენი ქვეყნის, უანგარო, კეთილის მსურველების მხრიდან, დღეს გვიწევს საუბარი შემცირებაზე, როცა სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გადავიტანეთ დიდი პანდემია და აქ ლუგარის ლაბორატორიის წვლილის შეფასებას დღეს აქ არ დავიწყებ, რადგან ქართველ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, თუ რა წვლილიო შეიტანა ამ ლაბორატორიამ იმაში, რომ ჩვენ დაგვეძლია ეს პანდემია. ძალიან ვწუხვარ, რომ მინისტრი სარჯველაძე ზერელედ უდგება საკითხს და ის ერთ- ორ მილიონს ისე ახსენებს, თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლისთვისაც ერთი-ორი მილიონი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თითოეული მილიონი, თითოეული თეთრი დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ჩვენი პარტნიორებისგან არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი და მნიშვნელოვანი დახმარება. სწორედ ეს მათთვის შეიძლება არაფერი არ არის, ერთი და ორი მილიონი ქართული ოცნების ჩინოვნიკებისათვის, რომლებიც გამდიდრდნენ და ერთ და ორ მილიონს, ახლა თანხად აღარ მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ის თანხა, არამედ თითოეული თანხა, რომელიც იხარჯება ჩვენი პარტნიორების მხრიდან და გარდა ამისა, ეს არის ნიშანი, გარდა თანხისა და დამოკიდებულება ამერიკის ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არის ყველაზე სამწუხარო , ამას ვერ აცნობიერებს, სამწუხაროდ, ვერც მინისტრი სარჯველაძე, თუმცა ამას, ძალიან კარგად ხვდება ქართველი ხალხი და მათ შორის მათ ამ საქციელზეც ,ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ პროგრამების გაფართოებაზე, უფრო მეტად დაახლოებაზე ამერიკასთან და რაზე გვიწევს საუბარი. თუ კი ვინმე ამას აქცევს პარტიულ დაპირისპირების საგნად, ეს არის, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ გულისტკივილით და წუხილით ვამბობთ, რომ პროგრამები კი არ უნდა მცირდებოდეს, უნდა იზრდებოდეს. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პროგრამები მცირდება, წყდება, იკვეცება, ურთიერთობები ცივდება, ნაცვლად გაღრმავებისა, ნაცვლად, უფრო მეტად შეკავშირებისა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად გვესმის რაღაცის შეჩერების შესახებ, რაღაცის აკრძალვის შესახებ, რაღაც ისეთზე საუბარი, რაც დღეს არ უნდა გვიწევდეს.”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.