ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მომავალი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრნდობით წერს.
მედიის ცნობით, კამალა ჰარისის კანდიდატები ვიცე-პრეზიდენტობისთვის პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი არიან.
მოსალოდნელია, რომ ჰარისი გამოაცხადებს თავის არჩევანს სამშაბათს, საღამოს, ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურაზე.
შაპიროსა და ვოლცის გარდა, სხვა კონკურენტები იყვნენ არიზონას სენატორი მარკ კელი, ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯედი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშირი და ილინოისის გუბერნატორი ჯ.ბ პრიცკერი.