მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც ქართულ ოცნებას წალეკავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც ქართულ ოცნებას წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, მასზე ზეწოლის განხორციელება დღეს ქართული ოცნების ხელში მთავარი იარაღია. თუმცა, წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია და მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება“, - თქვა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.