აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შეძლო 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლის გადატვირთვა - ახლა ჰარისსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკვანძო შტატებში ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ. იუწყება CBS News/YouGov
გავრცელებული ინფორმაციით, ჰარისმა მოიპოვა 1 ქულით უპირატესობა ეროვნულ დონეზე - რაც პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც რბოლიდან გამოსვლისას 5 ქულით ჩამორჩებოდა, არასდროს ჰქონია.
ამავდროულად, ტრამპი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ლიდერობას ამომრჩევლებს შორის და ამტკიცებს, რომ მასთან ერთად ფინანსურად უკეთესი იქნება და რომ მისი პოლიტიკა შეამცირებს მიგრანტების რაოდენობას საზღვარზე.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ დემოკრატების მხარდამჭერთა პროცენტი, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილობას არჩევნებში, წელს უმაღლეს დონემდე გაიზარდა.
ასევე, ივლისთან შედარებით ახლა კიდევ ბევრი აფროამერიკელი ამომრჩეველი ამბობს, რომ ხმის მიცემას გეგმავს.
ზოგადად, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნები შესაძლოა დამოკიდებული იყოს ამომრჩეველთა აქტივობაზე და განსაკუთრებით - მათზე, ვინც ყოველთვის არ დადის არჩევნებზე.
კონკრეტულად, მათ შორის, ვინც ხმას აძლევს ზოგჯერ ან იშვიათად, ახლა ამბობენ, რომ აუცილებლად წავლენ არჩევნებზე. მედიის ცნობით, ამ ტიპის ამომრჩევლები ჰარისის მხარდამჭერები არიან.
ჰარისი ასევე ლიდერობს ქალ ამომრჩევლებს შორის, რომლებსაც სჯერათ, რომ არჩევის შემთხვევაში ის მათ ინტერესებს წაადგება. გაცილებით ნაკლები ქალი ამბობს ამას ტრამპზე.
ამომრჩევლებს ზოგადად მიაჩნიათ, რომ ტრამპი უფრო მეტად დაეხმარება მამაკაცების ინტერესებს, ვიდრე ქალების.
საკვანძო შტატებში, რომლებიც განსაზღვრავენ არჩევნების შედეგს, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატებს ახლა აქვთ გამარჯვების თანაბარი შანსი.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორივე კანდიდატს აქვს 48% მიჩიგანში, 50% - პენსილვანიაში და 49% - არიზონაში.
ტრამპი მცირე უპირატესობას ავლენს ვისკონსინში (ტრამპი - 50%, ჰარისი - 49%), ჯორჯიაში (შესაბამისად - 50% და 47%) და ჩრდილოეთ კაროლინაში (50% და 47%). ნევადაში ჰარისს მცირე უპირატესობა აქვს ტრამპთან შედარებით (50%- ჰარისი 48%-ტრამპი).