უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში F-16-ების ჩასვლა დაადასტურა.
„ამ ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობდით პარტნიორებთან რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან ჩვენი ცის დახურვის აუცილებლობაზე, გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვის, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ხშირად გვესმოდა პასუხი „ეს შეუძლებელია“, მაგრამ მაინც შევძელით გავაკეთეთ ის, რაც ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება იყო. ახლა ეს მართლაც რეალობაა ჩვენს ცაში.
F-16-ები უკრაინაშია. ჩვენ ეს შევძელით.
მე ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, ვინც ამ თვითმფრინავების მართვას მაღალი ხარისხით ეუფლება და უკვე დაიწყო მათი გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს ამ მნიშვნელოვანი შედეგისთვის.
მადლობას ვუხდი პარტნიორებს, რომლებიც ნამდვილად ეხმარებიან F-16-თან დაკავშირებით და პირველ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს ჩვენი თხოვნა თვითმფრინავების მოწოდებაზე - დანიას, ნიდერლანდებს, შეერთებული შტატებს - და ყველა ჩვენს პარტნიორს - ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას!“, - თქვა ზელენსკიმ.
31 ივლისს Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ F-16-ების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა.