უკრაინამ შესაძლო 79-დან F-16-ის ტიპის 10 გამანადგურებელი უკვე მიიღო. 2024 წლის ბოლომდე უკრაინამ 20 ამ ტიპის გამანადგურებელი უნდა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Economist ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დანარჩენს, რომელსაც დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით ე.წ. F-16 კოალიცია უკრაინას დაჰპირდა, პარტიებად 2025 წლის განმავლობაში მიიღებს.
ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა, თქვა, რომ დიდი იმედგაცრუებაა იმის გამო, თუ რამდენი დრო დასჭირდა თვითმფრინავების უკრაინაში ჩასვლას.
საკმარისი F-16-ების მიწოდების შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად ის ასახელებს უკრაინელი მფრინავებისთვის საწვრთნელი ადგილების უკმარისობას.
შეფერხებაზე ასევე გავლენა იქონია პილოტების ინგლისური ენის არცოდნამ და თვითმფრინავის სირთულემ საბჭოთა პერიოდის MiG-29-თან და Su-27-თან შედარებით, რომლებსაც ისინი შეჩვეული იყვნენ.
შეფერხების კიდევ ერთი ფაქტორია გამანადგურებლების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საჭირო დრო.
გენერალ ჰოჯესის თქმით, დრო სჭირდება F-16-ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებში ინტეგრაციას და ოპერატიული გამოცდილების მიღებას. რამდენიმე აეროდრომიდან თვითმფრინავების ფრენის კორდინაცია რთული ამოცანა იქნება.