აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ხმები, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაცია მიიღოს. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა.
პარასკევს ონლაინღონისძიების დროს ჰარისონმა თქვა, რომ "ჰარისმა მიიღო ხმების უმრავლესობა ყველა დელეგატისგან და დასახელდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატად, როდესაც ხმის მიცემა ორშაბათს დასრულდება".
დელეგატებმა ნომინაციისთვის კენჭისყრა პირველ აგვისტოს დაიწყეს, პროცესი კი 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
ოფიციალურად დასახელების შემდეგ კამალა ჰარისი გახდება პირველი ფერადკანიანი ქალი და პირველი აზიელი ამერიკელი, რომელიც იქნება აშშ-ის მთავარი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.