სამი ამერიკელი, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, გათავისფლდნენ, აშშ-ში ჩავიდა. იუწყება CNN
ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ.
მერილენდის შტატში ენდრიუსის ბაზაზე, გათავისუფლებულლებს ელოდებოდნენ მათი ოჯახები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და Wall Street Journal-ის ათამდე თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაცით, გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმების მიზნით ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.