„ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელი, მიზანმიმართული მავნებლური საქმიანობას ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ვაშინგტონი. 26 ოქტომბერს ივანიშვილი ჩამოშორდება მმართველობას და ქართველი ხალხი დაასრულებს ავტორიტარიზმის ეპოქას.“ - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა აშშ-ის მიერ 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით
ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელი, მიზანმიმართული მავნებლური საქმიანობა ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უკიდურესად დასაზიანებლად, რა თქმა უნდა, მომავალშიც პოვებს რეაგირებას ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ შეუთავსებელია ივანიშვილის ლტოლვა, ჟინი, შეინარჩუნოს ხელისუფლება, კორუფციული სქემები, ყვლიფოს ქვეყანა, გაანადგუროს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. შესაბამისად, ივანიშვილი სწორედ ამ ზეწოლის და რაც მთავარია ქართველი ხალხის მტკიცე სურვილის ფონზე, 26 ოქტომბერს ჩამოშორდება მმართველობას და ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ავტორიტარიზმის ეპოქას საქართველოში", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.