ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა თეირანში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ. ამის შესახებ The New York Times (NYT) სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ალი ხამენეიმ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა. აიათოლამ ამ შეხვედრაზე ისრაელის დარტყმის ბრძანება გასცა.
The New York Times ეყრდნობა სამ წყარს, მათ შორის ორი ისლამური რევოლუციის გვარდიის ორი წევრია.
კონკრეტულად რა იქნება საპასუხო დარტყმა, უცნობია. NYT-ის წყაროები ამბობენ, რომ ირანელ სამხედროებს შეუძლიათ შეუტიონ სამხედრო ობიექტებს თელ-ავივისა და ჰაიფას რაიონებში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.
ირანელი სამხედროები, გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეეცდებიან აირიდონ თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე. საპასუხო დარტყმის ერთ-ერთი ვარიანტია თავდასხმა არა ირანის ტერიტორიიდან, არამედ მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის იემენის, სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისის ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოკლეს. ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.