ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ პირველ არხთან ემოციური კომენტარი გააკეთა:
"წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა".
ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.