სიტუაცია ძალიან მძიმეა, კიდევ 95 მილიონი დაგვიჯდა “ქართული ოცნება“, - ამის შესახე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა, კიდევ 95 მილიონი დაგვიჯდა ,,ქართულინ ოცნება“ და რუსული კანონი, 95 მილიონი დაგვაკლდა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ეს მხოლოდ ამ ერთი გადაწყვეტილების ,,ქართული ოცნების“. აქამდე, იყო თავდაცვის მიმართულებით შეჩერება მხარდაჭერის საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის მხრიდან.
გერმანიის განცხადება, რომ არცერთი ახალი პროექტი აღარ იქნება საქართველოში, სანამ რუსული კანონი იმოქმედებს, იგივე ევროკავშირის განცხადება, რომ ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ანუ ფურცელზეც, კი აღარ არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. საგარეო მინსიტრმა დაიბარა ევროკავშირის ელჩები და თქვენ ნახეთ, გამოვიდნენ შოკში იყვნენ, რომ ეს მართლაც უტიფრები უმტკიცებდნენ, რომ 9 პუნქტს ვასრულებთო. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემა "დღის ამბებში".
შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.