აშშ-ის ვიცეპრეზიენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპზე უპირატესობა მოიპოვა შვიდ საკვანძო შტატში, რომლებსაც ტრადიციულად გავლენა აქვს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
ამას მოწმობს Bloomberg News/Morning Consult-ის ბოლო გამოკითხვა.
საერთო ჯამში, არიზონას, ჯორჯიის, მიჩიგანის, ნევადის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში, სადაც აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა, ჰარისს ამომრჩეველთა 48%-მა დაუჭირა მხარი, ტრამპს - 47%-მა
ჰარისის მაჩვენებლი უკეთესია, ვიდრე ბაიდენის, რომელიც ორი პუნქტით ჩამორჩებოდა ტრამპს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიიდან გავიდოდა. ჰარისმა არიზონასა და ნევადაში აჯობა თავის მოწინააღმდეგეს და მიჩიგანში გააორმაგა ბაიდენის უპირატესობა ტრამპთან შედარებით.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ჰარისს აქვს შანსი შეკრიბოს ამომრჩეველთა კოალიცია, რომელმაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიიყვანა და გამარჯვებისკენ უფრო მკაფიო გზა გამოკვეთოს, ვიდრე ეს პრეზიდენტ ბაიდენს შეეძლო.