უკრაინა მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ომია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, უკრაინა მზად არ არის მოლაპარაკებისთვის“.
არა, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის - ეს არის მთავარი პუნქტი. ანუ მოლაპარაკება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მეორე პუნქტია - რა პირობებით, რის საფუძველზე იქნება მოლაპარაკება.
და აქ უკრაინა მკაფიოდ ამბობს: „დიახ, მოდით მოლაპარაკებები დავიწყოთ იმ პირობებით, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, როგორც კონცეფციაზე“. და ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - ამბობს პოდოლიაკი.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს.
ეს არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, კერძოდ, უნდა მოიხსნას ნებისმიერი შეზღუდვა - არაფორმალური, ფორმალური - ომის ინფრასტრუქტურაზე დარტყმაზე, რომელიც მდებარეობს ნებისმიერ მანძილზე რუსეთის ფედერაციის სიღრმეში.
მეორე არის ეკონომიკური სანქციები. მათ უნდა იმუშაონ ბევრად უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს.
რუსეთისთვის ომის ფასი უნდა გაიზარდოს. და მესამე არის ის, რაც, სამწუხაროდ, ჯერ საერთოდ არ არსებობს, არ გამოიყენება - დიპლომატიური იზოლაცია. რუსეთის ფედერაციამ ვერ უნდა უხელმძღვანელოს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს და ვერ გამოიყენოს გარკვეული პლატფორმები“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.