რა 71 მლნ, ხალხო? მლრდ-ზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დანიის მიერ საქართველოსთვის 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
უახლოეს მომავალში მსოფლიო პოლიტიკა გადაიტვირთება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
„რა 71 მლნ, ხალხო? მლრდ-ზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს. ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით 100 მლნ კიდევ დავუმატეთ. ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, რა დანია...მათ სინდისზე იყოს, თორემ ქართველი ბიჭები, ჩვენი მეომრები ყველა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ. ელაპარაკო აქუბარდიას. კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის დროებითი. უახლოეს პერიოდში მოხდება გადატვირთვა მსოფლიო პოლიტიკის, დამერწმუნეთ და ეს ფსევდოლიბერალები, უსამშობლოები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ესენიც როგორც შარშანდელი თოვლი, ისე გაქრებიან, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა: "დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა, დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან".