დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ბავშვებს. ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაკავებულია ერთი ადამიანი.
პოლიციამ მოუწოდა ხალხს, თავი აარიდონ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა. ადგილზე პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.
კაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, შევიდა ბავშვთა სპორტულ კლუბში და იქ მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დანით მიაყენა ჭრილობები. საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა ადამიანი. ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
კლუბში, სადაც თავდასხმა მოხდა, ბავშვებისთვის იოგისა და ცეკვის კურსები ტარდებოდა.