პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება, მისი პოზიცია კი სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებს. მისი თქმით, კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე უნგრეთის პოზიციას მხარდაჭერა არ მიუღია.
”არა მხოლოდ ეს, ისინი {უნგრელები} იზოლირებულად გამოიყურებიან, როდესაც ისინი ითხოვენ სოლიდარობას ევროპასთან ნავთობის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. ისინი არ იღებენ ამ სოლიდარობას, რადგან ძნელია მეგობრების მოპოვება, თუ ვინმე ეგოიზმს ასხივებს,” - თქვა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ასევე იყო მსჯელობა იმაზე, თუ სად უნდა გაიმართოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ერთ-ერთი სხდომა უნგრეთის პრეზიდენტობის დროს: ბუდაპეშტში თუ ბრიუსელში.
„კომპრომისად მე შევთავაზე მისი ჩატარება უკრაინაში - ლვოვში, ან თუნდაც მუკაჩევოში, რასაც თავდაპირველად ენთუზიაზმით შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, რომ პრეცედენტი უკვე შეიქმნა ორი წლის წინ საბჭოს ეს სხდომა კიევში გაიმართა.
თუმცა, ჩვენი შეხვედრის დროს უნგრელმა მინისტრმა, როგორც ჩანს, სხვა ინსტრუქციები მიიღო დედაქალაქიდან და საბოლოოდ იძულებული გახდა ვეტო დაედო ამ წინადადებისთვს. ის მარტო დარჩა“, - თქვა სიკორსკიმ.