უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც წარმატებით და უპრეცედენტო ძალით უპირისპირდება რუსეთს.
„უკრაინის ძალამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, - თქვა ორბანმა.
მისი თქმით, ქვეყანა 11-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა, სახელმწიფო არ მუშაობდა, მაგრამ ახლა წარმატებით და უპრეცედენტო ძალით უწევს წინააღმდეგობას {რუსეთს}.
მისი თქმით, იმის წყალობით, რომ უკრაინამ იპოვა მოწოდება, მან აღმოაჩინა თავისი არსებობის ახალი მნიშვნელობა.
„აქამდე ისინი თავს უყურებდნენ, როგორც შეჯახების ზონას, ეს არის სულის ჩამქრალი მდგომარეობა, არის უმწეობის განცდა, ახლა უკვე გაიხსნა დასავლეთის კუთვნილების პერსპექტივა, ეს გახდა ახალი მისია მათ სურთ იყვნენ დასავლეთის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი“, - თქვა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ეს უკრაინელებს ძალას აძლევს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან, მისი თქმით, ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა.
მისი აზრით, უკრაინა დაუბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს როლს აშშ-სა და რუსეთის გარანტიებით.
ორბანს ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირი, უნდა გაძლიერდეს არა, როგორც პოლიტიკური პროექტი, არამედ, როგორც ეკონომიკური პროექტი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მშვიდობა მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.