60 წლის გერმანელი სავარაუდოდ, სრულიად გამოჯანმრთელდა აივ ინფექციისგან. მანამდე ის ლეიკემიით იყო დაავადენული, რის გამოც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა. შედეგად გერმანელი პაციენტი მსოფლიოში მეშვიდე ადამიანი გახდა, რომელიც ამ საშიში ინფექციისგან განიკურნა.
ექიმებმა მას "მომდევნო ბერლინელი პაციენტი" უწოდეს. წინა ბერლინელი პაციენტი იყო ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელიც 2008 წელს იგივე პროცედურის შემდეგ გამოცხადდა აივ-ისგან გამოჯანმრთელებულად. ბრაუნი 2020 წელს კიბოთი გარდაიცვალა.
აივ-ინფექციისგან გამოჯანმრთელების მეშვიდე შემთხვევის შესახებ შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენციამდე გამოცხადდა, რომელიც მიუნხენში გაიმართება.
როგორც იუწყებიან ბერლინელ პაციენტს ვირუსი 2009 წელს დაუდგინდა. 2015 წელს მას ჩაუტარდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, პროცედურა, რომელიც არსებითად ცვლის ადამიანის იმუნურ სისტემას.
2018 წლის ბოლოს პაციენტმა შეწყვიტა ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღება აივ-ინფექციის კონტროლის ქვეშ. თითქმის ექვსი წლის შემდეგ, ექიმების თქმით, მასში არც აივი და არც კიბო არ გამოვლენილა.
„გუნდი ვერ იქნება აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ აივ-ის ყველა კვალი განადგურებულია. მაგრამ პაციენტის შემთხვევა მიუთითებს აივ-ის განკურნების შესაძლებლობაზე.ის თავს კარგად გრძნობს და ენთუზიაზმით მონაწილეობს ჩვენს კვლევაში“, - თქვა ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმმა-მკვლევარმაკრისტიან გებლერმა.