29 ივლისს, ტეხასის შტატში ვიზიტისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს რეფორმირების ინიციატივა. იტყობინება გამოცემა Politico, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
"რეფორმის გეგმის კონკრეტული დეტალები გაურკვეველი რჩება და შესაძლოა შეიცვალოს", - განუცხადეს Politico-ს წყაროებმა.
ბაიდენი აპირებს მხარი დაუჭიროს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას, სავალდებულო ეთიკის კოდექსის მიღებას და საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ზღუდავს საპრეზიდენტო იმუნიტეტს, რომლის წყალობითაც დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო რბოლის დროს შეძლო გადაედო მის მიმართ დევნა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე
ჯო ბაიდენმა არაერთხელ გააკრიტიკა უზენაესი სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები, მათ შორის აბორტის უფლების გაუქმება და იარაღის შესახებ მკაცრი რეგულაციების დაბლოკვა.
"მე ვგეგმვ, უზენაესი სასამართლოს რეფორმირების მოწოდებით გამოვიდე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის," - თქვა ბაიდენმა 24 ივლისს ერისადმი მიმართვისას, სადაც განმარტა მისი უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.