ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან „ყოველთვის თბილი ურთიერთობა“ ჰქონდა.
ტრამპი იდგა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის კიბეებზე, პალმ-ბიჩში, ფლორიდაში და ელოდა ისრაელის ლიდერს, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩავიდა ერთკვირიანი ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის მხარდაჭერის გაძლიერებას და ნეთანიაჰუს პოპულარობის გაზრდას თავის ქვეყანაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს გადასცა ფოტო, რომელზე, მისი თქმით, აღბეჭდილი იყო ჰამასის მებრძოლების მიერ ომის პირველ საათებში გატაცებული ბავშვი.
”ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე”, - უთხრა მას ტრამპმა.
ტრამპის თანაშემწეების მიერ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძალისხმევას არ დაიშურებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად და საუნივერსიტეტო კამპუსებში ანტისემიტიზის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო გაკეთებული მკაცრი განცხადების გამო გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, მისი კომენტარები პატივსაცემი არ იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რო მისი ამერიკაში ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დააჩქარებს.